воскресенье, 2 октября 2016 г.

პროექტის პორტფოლიო

 პროექტების სწავლების გზამკვლევმა და მასთან დაკავშირებულმა საკითხების განხილვამ ბევრი მნიშვნელოვანი რამ დაგვანახა. პროექტი მართლაც შეუწყობს ხელს მოსწავლის კრიტიკული აზროვნების განვითარებას. მის მეტაკოგნეციას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პროექტებით მოსწავლე უკავშირდება ცხოვრებისეულ ასპექტებს და შეძლებს დამოუკიდებლად დაფიქრდეს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენებზე. გააკეთოს დასკვნები. იმედია მომავალში უკეთეს პროექტს გავაკეთებ რადგან ამ ტრენინგმა ბევრი საინტერესო იდეა და პრობლემა დამანახა. 

воскресенье, 18 сентября 2016 г.

განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდი ნაშრომები, რომელიც დამეხმარება პროექტის განმავლობაში განვახორციელო მრავალფეროვანი აქტივობები.
სასურველია ჩავატარო კვლევები ჩემი თემის ირგვლივ, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

суббота, 17 сентября 2016 г.

უკუკავშირები ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია.დღევანდელი აქტივობა ხელს შემიწყობს დავუკავშირო მიზნები,სტანდარტები და სტანდარტის შესაბამისი აქტივობები დავუკავშირო პროექტის სწორად წარმართვას.უკუკავშირი შეიძლება იყოს წარმოდგანილი რუბრიკების სახით.სწორად შერჩეული აქტივობები მიზნის მიღწევის წინაპირობაა.

воскресенье, 11 сентября 2016 г.

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და მისი შესაბამისი ინსტრუქციები.ეს დამეხმარება სწორად წარვმართო მუშაობა პროექტის სხვადასხვა ფაზაზე.
დაწყებამდე შერჩეული მეთოდები ხელს შეუწყობს სწორად ჩამოვაყალიბოთ და გავწეროთ სამუშაოს გეგმა, მსვლელობის დროს ჯგუფებში მოვახდინო მობილიზება.მოსწავლეებმა შეძლონ  თვითშეფასება როგორც ჯგუფებში, ასე ინდივიდუალურად. ხოლო მუშაობის დასასრულს შევაფასოთ დასრულებული სამუშაო.

суббота, 10 сентября 2016 г.

შევარჩიე თემა, დავისახე მიზნები. დასახული მიზნები დამეხმარება მოსწავლეებმა მიაღწიონ სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგს, განუვითარდეს ახალი საუკუნის უნარები. ვიმსჯელე მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებზე,რათა პროექტის მსვლელობისას სწორი ფოკუსირება მოვახდინო. არა მარტო დავადგინო წინარე ცოდნა, არამედ მოსწავლეებმა დაინახონ და გაიაზრონ საგანთაშორის  კავშირები.
       პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარები. მათი განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, რაც ხელს შეუწყობს დასახული მიზნების განხორციელებას.
        ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მრავალფეროვანი აქტივობებისა და შეფასებაბის განხორციელება, რაც დაეხმარება მათ ინფორმაციის მოძიებაში, დამუშავებაში.აუმაღლებს მოტივაციას და ასწავლის დასახული მიზნების განხორციელებას.